ბათუმისა და ქუთაისის ბოტანიკურ ბაღებს შორის ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყო
ქუთაისისა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორნადუმი გაფორმდა. როგორც ,,ნიუპრესს“ ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა თამაზ დარჩიძემ განუცხადა, აღნიშნული მემორანდუმის მნიშვნელობა დიდია და მისი მეშვეობით ორი სხვადასხვა კუთხის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიოს მცენარეთა სხვადასხვა ჯიშები მოიყრიან თავს: ,,ორ ბოტანიკურ ბაღს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს თანამშრომლობას ინტროდუქციისა და კონსერვაციის საკითხებში. ეს არის მნიშვნელოვანი აქტივობა, რათა ორ ბოტანიკურ ბაღში თავი მოიყაროს მსოფლიოს სხვადასხვა მცენარეთა ჯიშებმა. აღნიშნული მემორანდუმით იწყება თანამშრომლობა ტურიზმისა და ეკოგანათლების სფეროში, რომლის მიზანია ახალგაზრდების და ზოგადად, საზოგადოების ბიომრავალფეროვნების მიხედვით ცნობადობის ამაღლება“, - განაცხადა დარჩიძემ.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დირექტორის, ამირან ხვდაგიანის განცხადებით, წლებია, ქუთაისის და და ბათუმის ბოტანიკურ ბაღებს შორის მეგობრობა გრძელდება და ამ მემორანდუმის საფუძველზე კი ურთიერთობის ახალი ეტაპი დაიწყება. ,,ამ ბაღს გააჩნია ძალიან დიდი სიმდიდრე, რომელსაც ქმნიდნენ თაობები. დღეს, ამ ყველაფერს ჭირდება განვითარება და გაძლიერება. თანამშრომლობა ჩვენსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ათეულ წლებს ითვლის, მაგრამ დღეს იწყება თანამშრომლობის ახალი ეტაპი, რომელიც მოგვცემს საშუალებას ერთად განვახორციელოთ ახალი პროექტები“ , - განაცხადა ხვადაგიანმა.
ავტორი: გიგა გელხვიიძე