|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნუ აჩმორებინენთ კრიმინალებს პოლიციელებს-ნანუკა ჟორჟოლიანი

 ქუთაისში, რამდენიმე დღის წინ  დაცვის თანამშრომლელსა და საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს შორის მომხდარ ინციდენტს  სოციალურ ქსელში  ნანუკა ჟორჟოლიანიც გამოეხმაურა. ის ქვეყანაში ზოგადად, პოლიციელების  მიმართ ძალადობის ტენდენციაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას  პრემიერ-მინისტრს აკისრებს:გუშინ რედისონთან, ლაწირაკმა ბიჭმა პატრულს თავში წაარტყა! ვის უბედავ ჯარიმის გამოწერასო. ამ ბიჭის გვარს შეგნებულად არ ვწერ. მანამდე ლიკანში, ციხიდან გამოსულმა, რამდენჯერმე ნასამართლევმა ადამიანმა, მოკლა პოლიციელი. კიდევ უფრო მანამდე თელავის ცენტრში, ცნობილმა კრიმინალმა ესროლა პოლიციელს! ადგილზე გარდაიცვალა თანამშრომელი! კიდევ უფრო მანამდე, ბათუმში, ქურდის ძმაკაცმა, კლუბში მოკლა პოლიციელი. ქუთაისში, საკრებულოს ქოცმა წევრმა დაცვის პოლიციის თანამშრომელს პაგონი აახია!

ბატონო პრემიერ-მინისტრო! დაიცავით პოლიციელების სიცოცხლე და ღირსება! ნუ აჩმორებინენთ კრიმინალებს იმ ადამიანების თავს, ვისზეც დგას ქვეყნის უსაფრთხოება, თორემ ძაან ცუდად დაამთავრებთ!“ - წერს სოციალურ ქსელში  ნანუკა ჟორჟოლიანი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი