|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოექცა თუ არა ზეწოლის ქვეშ ქუთაისის მერიის დაცვის სამსახურის თანამშრომელი

ინფორმაციას, რომ ქუთაისის მერიის   დაცვის სამსახურის  თანამშრომელი თავისი მოვალეობის შესრულებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს,  "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე  გამოეხმაურა.  მისი თქმით, დაცვის თანამშრომლის შეცვლილი კომენტარები ზეწოლის შედეგია, თუმცა  ფაქტია, რომ საზოგადოების აქტიურობამ შედეგი გამოიღო: „საზოგადოების  აქტიურობამ შედეგი გამოიღო. რაც შეეხება დაცვის თანამშრომლის მიერ იმის უარყოფას, რომ ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, ეს არის ზეწოლის შედეგი, ამ ადამიანმა, როგორ ჩანს,  თანამდებობა პირობით შეინარჩუნა. შესაძლოა, მას უთხრეს, თუკი ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებას სამსახურიდან გაშვების შესახებ არ უარყოფ, შენ დარჩები უმუშევარი. დეზინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტებს დაბრალდათ, თუმცა მე ეჭვიც არ მეპარება, რომ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია სიმართლე იყო“, - განუცხადა „ნიუპრესს“ ქობულაძემ.

  როგორც იმედა კირკიტაძემ "ნიუპრესთან"  საუბარში აღნიშნა, რომ მისი სამსახურიდან გაშვების შესახებ ინფორმაცია თავად არ გაუვრცელებია და პირველად ამ საკითხზე მას  ნიუპრესი“  დაუკავშირდა.  საწინააღმდეგოს ამტკიცებს  ჟურნალისტი დავით ცხვარაძე,  რომელიც ირწმუნება, რომ სამსახურიდან გათავისუფლებულ დაცვის წევრს ჯერ სოციალური ქსელით დაუკავშირდა, სადაც მან  დაუდასტურა ინფორმაცია მისი გათავისუფლების შესახებ, მეორე დღეს კი ტელეფონით ესაუბრა, რაზე დაყრდნობითაც აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი