მეორე ქართველი, რომელმაც მსოფლიო ისტორია შეცვალა
დღეს ედუარდ შევარდნაძის დაბადების დღეა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკურ მოღვაწეობას დღემდე სხვადასხვაგვარად აფასებენ, ზოგისთვის იგი ფართო ხედვის პოლიტიკოსად, ზოგისთვის კი ინტრიგების დიდოსტატად დარჩა. შევარდნაძის სახელი მსოფლიოში ცნობილი
გახდა 1985 წლის შემდეგ, როდესაც საბჭოთა კავშირის გენერალურმა მდივანმა მიხეილ გორბაჩოვმა
საქართველოს კომპარტიის თავკაცი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა.
ედუარდ შევარდნაძემ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ევროპის გათავისუფლებასა და გერმანიის
გაერთიანებაში. ამის შედეგად მეორე ქართველი გახდა, რომელმაც არა მხოლოდ გერმანიის, მსოფლიოს ისტორია შეცვალა.
1992 წელს, საქართველოს პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძე დაბრუნდა სამშობლოში და სამოქალაქო ომში ჩაფლული ქვეყნის ლიდერი გახდა. იგი ჯერ გარდამავალ ორგანოს - სახელმწიფო საბჭოს ედგა სათავეში, შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ, მოგვიანებით კი, 1995-2000 წლებში, ორჯერ აირჩიეს ქვეყნის პრეზიდენტად. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა.
ყოფილი პრეზიდენტის პოლიტიკური გზა კომკავშირელის გზით დაიწყო, ჯერ ჯომკავშირის
პირველი მდივანი იყო, შემდეგ ცეკას წევრი, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი რომლის დროსაც სახელი კორუფციასთან ბრძოლით გაითქვა. ერთ-ერთ შეხვედრაზე დაინტერესებულა, რატომ ეკეთათ ჩინოვნიკებს ძვირადღირებული საათები. მალე თანამდებობაზე ვასილ მჟავანაძე შეცვალა და ცეკაც პირველი მდივანი გახდა...
საქართველოს მეთაურად მისი ყოფნის პერიოდში მოხდა ქვეყნის მნიშვნელოვანი ტერიტორიის დაკარგვა, ეკონომიკური კრიზისი, შევარდნაძემ გადაიტანა 2 ტერაქტი,
პოლიტიკური მოღვაწეობა დაამთავრა ცნობილი ფრაზით: "სახლში მივდივარ"...
ედუარდ შევრდნაძე 2014 წლის 7 ივლისს 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. მან სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა.
ავტორი: ნიუპრესი