ლანჩხუთის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსს 5 ტყვია ესროლეს
ქუთაისის რკინიგზის საავადმყოფოში იმყოფება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ა.(ა).ი.პ კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე, რომელსაც გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით ხუთი წრილობა მიაყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ჭრილობები მას შუბლის არეში, კიდურებზე და ფილტვში აღენიშნება. ცნობილი ხდება, რომ მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.
შემთხვევა გურიაში, გუშინ გვიან ღამით მოხდა, როცა ცინცაძე თავის მეგობრებთან ერთად იური ვაზაგაშვილის გასვენებიდან დაბრუნდა და ჭანჭათში აკეთის ყოფილი რწმუნებულის ოჯახში შეყოვნდა. სწორედ იქ ფანჯარასთან მდგომს მოხვდა გარედან ნასროლი იარაღის საფანტი. დაჭრილის ახლობლების თქმით, იმ ოჯახში, სადაც ცინცაძე სტუმრად მოწამლულია ორი ძაღლი.
საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით და მიმდინარეობს გამოძიება. ამ ეტაპზე დამნაშავის ვინაობა დადგენილი არ არის.
წყარო:გურია NEWS
ავტორი: ნიუპრესი