დაჭრილი ნუგზარ ცინცაძე საავადმყოფოდან დღეს გაეწერება
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, ნუგზარ ცინცაძე, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ქუთაისის
ცენტრალურ სააავადმყოფოში გადმოიყვანეს, დღეს ბინაზე გაეწერება-ამის შესახებ
ჟურნალისტებს საავადმყოფოს ექიმმა-რეანიმატოლოგმა გივი კოჭლამაზიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის
მდგომარეობა სტაბილურია, მას ჩაუტარდა გარეგანი დათვალიერება და გამოკვლევები, რის
შედეგადაც დადგინდა, რომ ჭრილობები ზედაპირულია და მას ჯანმრთელობისათვის სერიოზული
ზიანის მიყენება არ შეუძლია: „პაციენტს შვიდი თუ რვა წერტილოვანი ჭრილობა აქვს მიყენებული მრგვალი, საფანტისებური ბურთულებით, მათ შორის გულ-მკერდის არეში, მაგრამ არა
სიცოცხლისათვის საშიში“,-განაცხადა გივი კოჭლამაზიშვილმა.
შეგახსენებთ, ნუგზარ ციცნაძე ცეცხლსასროლი იარაღით გუშინ
დაჭრეს.
ავტორი: ანა ჯიქია