|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი კობახიძე: "ქართული ოცნების რეგიონალურ ოფისებში პრობლემებია"

ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ  მისთვის ცნობილია პარტიის რეგიონალურ ოფისებში არსებული პრობლემების შესახებ.  მისივე თქმით, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე დანიშვნის შემთხვევაში, შექმნილ პრობლემებს ადგილზე გაეცნობა და საქმესაც შემდეგ შეუდგება.

„პარტიაში არის პრობლემები, რაზეც მე ინფორმირებული ვარ. განსაკუთრებით პრობლემებია პარტიის რეგიონულ ოფისებში. არის ფინანსური სახის პრობლემებიც. ვაპირებთ, რომ გავაძლიეროთ რეგიონული ოფისები, საჭიროა მათი რეორგანიზირება და თუ ამ თანამდებობაზე დავინიშნები, მაშინ ადგილზე გავეცნობით სიტუაციას - თუ სად რა სახის პრობლემაა და ამის მიხედვით გადავწყვეტთ სად რა უნდა გავაკეთოთ“- განაცხადა კობახიძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას. 

 კობახიძე მზადყოფნას აცხადებს მოსალოდნელ სიძნელეებთან საბრძოლველად: „ჩემი პოლიტიკური კარიერა ახლა არ დაწყებულა, „ქართული ოცნების“ დაფუძნებიდან მე მისი მხარდამჭერი ვარ. არა მარტო მხარდამჭერი, არამედ მისი წევრიც. უბრალოდ, ახლა საუბარია იმაზე, რომ აქტიურად ჩავერთო პარტიის საქმიანობაში. გეგმებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ პარტიას ყველა მიმართულებით სერიოზული გაძლიერება სჭირდება. მე ყველა გამოწვევისთვის მზად ვარ. ასე, რომ არ იყოს ცხადია, შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი“- განაცხადა კობახიძემ.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ირაკლი კობაძიძის კანდიდატურა უკვე რამდენიმე კვირაა,  განიხილება. ირაკლი კობახიძე არის  „სტაჟიანი“ პოლიტიკოსის,  გიორგი კობახიძის ვაჟი, რომელმაც ნინო ბურჯანაძის პარტიის რიგები შვილის კარიერული წინსვლის საკითხის გამო დატოვა. 

ავტორი: ნიუპრესი