კახი დვალიშვილს ძალადობის სხვა ფაქტებსაც უხსენებენ
ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს, კახი დვალიშვილს, რომელიც რამდენიმე დღის წინ მერიის დაცვის თანამშრომელს დაუპირისპირდა, ძალადობის სხვა ფაქტებსაც უხსენებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლიას“ ხელმძღვანელის გია გოქაძის განცხადებით, დვალიშვილის ქმედებები ყოველთვის არასახელმწიფოებრივი იყო. 2012 წელს ის ქუთაისში მომხდარ ცნობილ "ქვების სროლის" ინციდენტში მონაწილეობდა, როდესაც თავს დაესხნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, 2013 წელს კი დასაქმების მოთხოვნით საკრებულოს სხდომაზე შეიჭრა.
„ეს არაა პირველი ფაქტი, როდესაც დვალიშვილი ძალადობს, ის მონაწილეობდა სააკაშვილზე თავდასხმაში, ასევე თავს დაესხა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს, 2013 წელს კი საკრებულოს სხდომაზე შემოიჭრა და დასაქმედას ითხოვდა. მისი ქმედება ყოველთვის არასახელმწიფოებრივი იყო. რომ არა ჟურნალისტები მერიის დაცვის თანამშრომელზე განხორცილებული ძალადობა ყურადღების გარეშე დარჩებოდა და იმედა კირკიტაძეს გაათავისუფლებდნენ. მას თავმოყვარეობა, რომ ჰქონდეს დეპუტატობაზე უარი უნდა თქვას, მინიმუმ კი ბოდიში მოიხადოს“-განაცხადა გოქაძემ, რომელმაც თავდასხმის ამსახველი ფოტოებიც წარმოადგინა.
დვალიშვილი, როგორც თავად აცხადებს, გამოძიების დასრულებამდე კომენტარს არ აკეთებს. შეგახსენებთ, რომ დეპუტატსა და დაცვით თანამშრომელს შორის მომხდარ შელაპარაკებაზე გამოძიება 173 მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი