|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება

წერეთლის უნივერსიტეტის რექტორობისთვის კანდიდატები უკვე ოფიციალურად იბრძოლებენ.  წარდგენილი ოთხი კანდიტატი საარჩევნო კამპანიაშო  დღეიდან უკვე ოფიციალურად ჩაერთვება. "დავარეგისტრირეთ 4 კადიდატი, საბუთებში არ იყო არანაირი დარღვევა. ისინი აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, უნივერსიტეტის ოფიცილაურ ვებ გვერდზე დაიდება კანდიდატების სამოქმედო პროგრამები. საარჩევნო კამპანიის დასრულების შემდეგ რექტორს აკადემიური საბჭო აირჩევს",- გაუცხადა Newpress.ge-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია ბერეკაშვილმა. 

უნივერსიტეტის რექტორობის სურვილი მმოქმედ  რექტორს გიორგი ღავთაძეს, ქუთაისის ყოფილ მერს, დიმიტრი კოპალიანს, ქუთაისის საკრებულოს ყოფილ წევრს, შერმადინ მიქელთაძეს და   ყოფილ რექტორს  გიორგი ონიანს აქვს. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უივერსიტეტის რექტორის არჩევნები 23 თებერვალს ჩატარდება. 

ავტორი: ანა ჯიქია