|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პატიმრები ამნისტიის შესახებ კანონს აპროტესტებენ

  პატიმრები ამნისტიის შესახებ კანონს აპროტესტებენ, რომელიც როგორც ისინი ამბობენ, მათ გარდა ყველა სხვა მსჯავრდებულს შეეხო და სასჯელის ზომა შეუმცირდათ ან განთავისუფლდნენ. გლდანის ციხეში 55 უვადო პატიმარი შეიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაციას დიმიტრი ლორთქიფანიძემ გაავრცელა. ინფორმაცია მას  გლდანის ციხიდან მიაწოდეს. 

გავრცელდა მოშიმშილე პატიმრების წერილი, საიდანაც  ირკვევა, რომ უახლოეს დღეებში აქციებს მათი ოჯახის წევრები და ახლობლებიც შეუერთდებიან.  პატიმრები იმ გარემოებასაც აპროტესტებენ, რომ მათ საქმეებზე არც ე.წ. უდოს და არც პრეზიდენტის შეწყალების კომისია არ განიხილავს. 

"რაკი ამ ქვეყანაში, მხოლოდ უვადო პატიმრებისთვის არც კანონი, არც სამართალი და არც წყალობა არ არსებობს, ხოლო ის მანიაკები ვინც ჩვენ წლების მანძილზე გვაწამებდნენ, ვინც მამაკაცებს აუპატიურებდნენ, ვინც ქუჩაში ხალხს უპირობოდ ხვრიტავდნენ, თავისუფლად არიან, ჩვენ და ჩვენ ოჯახებს პროტესტის მეტი არაფერი დაგვრჩენია,"- ნათქვამია პატიმრების წერილში, რომელსაც დიმიტრი ლორთქიფანიძე ავრცელებს. 


ავტორი: ნიუპრესი