|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"უნდა იყოს თუ არა დასჯადი უცხო ქვეყნის სამხედრო ფორმირებებში ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობა?"

"უნდა იყოს თუ არა დასჯადი უცხო ქვეყნის სამხედრო ფორმირებებში ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობა?" -ამ საკითხზე „Newpress.ge“-მ გამოკითხვა ჩაატარა. გამოკითხულთა უმრავლესობას ამ კითხვაზე დადებითი პასუხი აქვს. 52,17 პროცენტი თვლის, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო ფორმირებებში ანაზღაურების სანაცვლოდ მონაწილეობა დასჯადი უნდა იყოს. 39,13 პროცენტი კი ამ ინიციატივას მხარს არ უჭერს. დარჩენილ 8,7 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

მთავრობის ახალი ინიციატივა სისხლის სამართლის კოდექსში შესატან იმ დამატებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს სს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე უკანონო ფორმირებების წევრობის, პროპაგანდის გაწევა და მოწოდება/გადაბირების გამო საერთო  ყურადღებას იმსახურებს.

როგორც ამ ინიციატივის ოპონენტები შიშობენ, აქ არსებითი სიახლე ისაა, რომ დასჯადი შეიძლება გახდეს უცხო სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეობაკანონის  არასწორმა ფორმულირებამ, შესაძლებელია, სხვა პრობლემები წარმოშვას, თუნდაც იგივე უკრაინის ბრძოლასთან დაკავშირებით.

ომხრეთა ძირითადი არგუმენტიკი ის არის, რომ ეს კანონპროექტი ტერორისტულ საქმიანობასთან ბრძოლის გაძლიერებას ემსახურება.

 


ავტორი: ანა ჯიქია