|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტატამის გლადიატორი" ქუთაისელი მებრძოლი გახდა

"ტატამის გლადიატორი" ქუთაისელი მებრძოლი გახდა. თემურ კალენიკე ყურაშვილი ქალაქური კრივის ორგზის ჩემპიონია. ეს ერთ-ერთი ძველი ქართული ორთაბრძოლა, რომელიც ქუჩაში იმართებოდა. ორი მებრძოლი ერთმანეთს ერკინება, დასაშვებია ყველანაირი დარტყმა და ჭიდაობის ილეთი. ერთადერთი პირობა ისაა, რომ მებრძოლი ძირს არ უნდა დავარდეს. „რვა წამში გავიმარჯვე, თან ისე, რომ მუჭიც არ მომხვედრია, იმედი მაქვს კიდევ ბევრ წარმატებას მოვუტან ჩვენს ქალაქს და  ჩემს შემდეგ მომავალი თაობა შეინარჩუნებს ტიტულს ,,მთავარი" და ის ისევ ქუთაისში დარჩება“,- აღნიშნა „Newpress.ge“-თან საუბარში კალენიკე ყურაშვილმა.

 შეჯიბრი ყოველწლიურად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ტარდება. წელს ის   თბილისში გაიმართა. ტიტულის „მთავარი“   მოსაპოვებლად მებრძოლები მთელი წლის განმავლობაში იბრძვიან.

ავტორი: ანა ჯიქია