|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრის დირექტორის მოადგილედ მაია პაქსაძე დაინიშნა

  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის დირექტორად ბაღების გაერთიანების ყოფილი ხელმძღვანელი მაია პაქსაძე დაინიშნა.

  აღნიშნულ ინფორმაციას თეტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე მარჯანიშვილი ადასტურებს. მარჯანიშვილის თქმით,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მედიას დამატებით ინფორმაციას, თეატრის სახოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი აკაკი ანდღულაძე მიაწოდებს.  ,,ვადასტურებ პაქსაშვილის დანიშვნის ფაქტს, დანარჩენ ინფორმაციას ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მოგაწვდით", - განაცხადა მარჯანიშვილმა. 
   პაქსაძის ახალ თანამდებობაზე დანიშვნას "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ეხმაურება. ქობულაძე ,,ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, რომ ამგვარი დანიშვნები ქუთაისის მერის შოთა მურღულიას გარეშე არ ხდება და ეს უკანონოდ კადრების დანიშვნის ერთგვარი გაგრძელებაა.
,,მე უკვე არაფერი მიკვირს ამ ქალაქში, ეს ლოგიკური გაგრძელებაა იმ უსამართლოდ დანიშნული კადრების, რომელიც შოთა მურღულიამ განახორციელა, მის გარეშე რომ ასეთი საკადრო გადაწყვეტილება არ ხდება, ბავშვმაც იცის. კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი მოსაზრება, რომ მურღულია ამ ქალაქში ნაციონალური მოძრაობის დასაყრდენია", - აცხადებს ქობულაძე.
   რამდენად შეეძლო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს მსგავსი სახის საკადრო ცვლილებების განხორციელება, მითუმეტეს მაშინ, როდესაც თეატრის თანამშრომლებს არც თუ უსე სახარბიელო ანაზღურება გააჩნიათ, ამ საკითხზე ,,ნიუპრესი" მუშაობს და მოგვინებით შემოგთავაზებთ მასალებს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე