ემზარ კვიციანის საქმეს, ხვალ, ქუთაისის სააპელაციო განიხილავს
"საპროცესო შეთანხმებაზე ინიციატივა თვითონ პროკურატურისგან მოდის. ეს შეთანხმება ითვალისწინებს ემზარ კვიციანისთვის 11-თვიანი
რეალური სასჯელის მოხსნას. ეს
11 თვე უკვე გასულია და თუ ხვალ შეთანხმება, და
სავარაუდოდ, ასეც იქნება, ქუთაისის
სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, ემზარ
კვიციანი პატიმრობიდან გათავისუფლდება", - განაცხადა
ადვოკატმა.
მისივე
თქმით, პროკურატურასთან
შეთანხმებას
დაახლოებით სამი დღის წინ მიაღწიეს.
როგორც სააპელაციო სასამართლოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა „ნიუპრესს“ განუცხადა,
ხვალ, სასამართლოს სხდომა 15.30 საათზე გაიმართება.
ემზარ
კვიციანს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ 16-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც შემდგომ დაცვის მხარემ სასამართლოში გაასაჩივრა.
ავტორი: ნიუპრესი