|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უჩა ნანუაშვილი მოშიმშილე უვადო პატიმრების საკითხს ეხმაურება

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი უვადო პატიმრობაში მყოფი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებას შესაძლებლად მიიჩნევს. 
როგორც ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არანაირ საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს.
"საჭიროა მოხდეს გარკვეული საქმეების გადახედვა. რამდენიმე საქმე შეწყალების კომისიაზე იყო განხილული, თუმცა არანაირი შედეგი არ დამდგარა. ეს არის ძალიან სამწუხარო. მე პირადად ვფიქრობ, რომ რამდენიმე მსჯავრდებულის საქმის განხილვა, თუნდაც შეწყალება არის შესაძლებელი და ეს არანაირ საგანგაშო შედეგს არ გამოიწვევს ქვეყანაში", - განაცხადა ნანუაშვილმა.
რაც შეეხება გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოშიმშილე უვადო პატიმრებს, ნანუაშვილის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი მათ პრობლემებს ეცნობა.
"ჩვენი წარმომადგენლები ამ წუთებში შესულები არიან მე-8 დაწესებულებაში. ჩვენ მათ მდგომარეობას ვეცნობით. ის პრობლემები, რომლებზეც ისინი საუბრობენ, არის რეალური. რამდენიმე თვის წინ მოხდა გარკვეული რეგულაციის შეცვლა, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას არ მოჰყოლია რაიმე კონკრეტული შედეგი უვადო მსჯავრდებულებისთვის. მე ვფიქრობ, საჭიროა საუბარი გაიმართოს იმ პრობლემებზე, რომლებიც აწუხებთ უვადო მსჯავრდებულებს", - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ავტორი: ნიუპრესი