|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის თვითმმართველობაში გასაუბრების მორიგი ეტაპი დაიწყო

  ქუთაისის თვითმმართველობის თანამშრომლები, რომლებმაც ატესტაციიის შედეგად შეირჩნენ, მუშაობას უკვე  შეუდგნენ. რაც შეეხება ვაკანტურად დარჩენილ ადგილებს, მათ შესავსებად  გასაუბრების ახალი ეტაპი უკვე დაწყებულია და ის უკვე გასაუბრების სტადიაში გადავიდა. 

  თვითმმართველობის მიერ ვაკანტურად გამოცხადებულ 48 ადგილზე ჯამში 897 განაცხადი შევიდა, მათგან საბუთების შერჩევის გზით, მეორე ეტაპზე, მხოლოდ 441 პირი გადავიდა, დანარჩენები კი კონკურსს დოკუმენტაციის არასწორად შევსების გამო გამოეთიშნენ. 
   ქუთაისის ადგილობრივმა თვითმმართველობამ ვაკანსიები 2014 წლის ოქტომბერში გამოაცხადა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე