|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მცირე ფერმერული გრანტით 35 კოოპერატივი დააჯილდოვეს

 ევროპის სამეზობლო პროგრამის სოფლის მეურნეობის განვითარების ფარგლებში მცირე ფერმერული გრანტით 35 კოოპერატივი დააჯილდოვეს. მათ მატერიალური აქტივის სახით ტრაქტორები,  სატვირთო მანქანები და სხვა აღჭურვილობა გადაეცათ.  ENPARD- ის სარგანტო კონკურსში მონაწილეობა 700-ზე მეტმა მცირე ფერმერულმა ჯგუფმა მიიღო. აქედან მეორე ტურისთვის 200 -ზე მეტი ჯგუფი შეირჩა. შერჩეულმა ფერმერებმა ტრენინგები ბიზნეს გემის ედგენასა და კოოპერატივები შედგენაში გაიარეს. შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნოდარ კერსელიძე და  ევროკავშირს ატაშე სურსათის უვნებლობისა და სოფლის მეურნეობის განვითრების საქმეში ხუან ეჩანოვე,   ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი  ესწრებოდნენ. "შემუშავდა პროგამა,  რომელიც გულისმობს სასოფლო-სამურნეო კოოპერატივების ხელშეწყობას, მათ გადაიარაღებას. დღეისათვის 400 -ზე მეტი კოოპერატივია დარეგისტრირებული",- აღნიშნა ნოდარ კერესელიძემ.

საგრანტო სქემა მიზნად ისახავდა საქართველოს სოფლის მეურნეობის გაუმჯობესებას სხვადასხვა დონეზე. ევროკავშირის ელჩის მოადგილემ ბორის იაროშევჩმა განაცხადა, რომ ევროპის სამეზობლო პროგრამა საქართველოში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის ევროკავშირის მიერ 52 მილიონი ევროთი ფინანსდება. პროგრამა მიზნად  საკვების წარმოების ხელშეწყობასა და სოფლად არსებული სიღარიბის აღმოფხვრას ისახავს. გრანტების მინიჭების გარდა, ENPARD - ი  საქართველოს მთავრობის პირდაპირ ფინანსურ მხარდაჭერას სოფლის მეურნეობის სფეროს სტრატეგიის განხორციელებაში ახორციელებს. აკაკი წერეთლის უნივერსიტტის ადმინისტრაციულ კორპუსში სხვადასხვა კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. დღესვე მინისტრის მოაგილე  ევროკავშირის ელჩის მოადგილე და მედიის წარმომადგენლები  წყალტუბოს რაიონის სოფელ ქვიტირში კოოპერატივს დაათვალიერებენ.

 

ავტორი: ანა ჯიქია