|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის გამგებელს თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებაში ადანაშაულებენ

ბაღდათში ადგილობრივ გამგეობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც საჯარო სამსახურში დასაქმების მსურველთა ტესტირების ორი ეტაპის გამარჯვებულები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები ნეპოტიზმზე საუბრობენ.  მათი თქმით, გამგეობაში მხოლოდ გამგებლის ნათესავები და მეგობრები დაასაქმეს.

"პოლიტიკური ნიშნით მითხრეს უარი აქ დასაქმებაზე. როდესაც მივედი და ვიკითხე, თუ რატომ არ მიმიღეს, მიზეზად ის დამისახელეს, რომ გეგეშიძეს ხმა არ მივეცი", - აღნიშნა აქციის მონაწილემ, მანანა ქოჩიაშვილმა.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "მედიატორი" წარმომადგენელი, დავით ლაშქარეიშვილი ამბობს, გამგეობიდან თანამშრომლები პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.

"მოვუწოდებთ გამგებელს, ნუ გადააქცევს გამგეობას თავისი ნათესავების დასაქმების ბიუროდ. ამ ადამიანების უფლებებს სასამართლოში დავიცავთ", - განაცხადა ლაშქარეიშვილმა.


წყარო: რუსთავი 2

ავტორი: ასმათ ყურაშვილი