|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირაკლი ფირცხალავა მის წინააღმდეგ გაჟღერებულ ბრალდებას პასუხობს

ეს ყველაფერი სისულელეა, ერთადერთი, რასაც ვაღიარებ, არის კენედის მკვლელობა, - ასე გამოეხმაურა კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა სახალხო დამცველის დღევანდელ განცხადებას. 
"მაგაზე ერთი წლის უკან მე თვითონ მაქვს შეტანილი განცხადება შსს-ში. მერე მითხრეს, რომ გადააგზავნეს სასჯელაღსრულების სამინისტროში. ეს ყველაფერი სისულელეა. ერთადერთი რასაც ვაღიარებ, ეს არის კენედის მკვლელობა", - განაცხადა ირაკლი ფირცხალავამ.

სახალხო დამცველის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, ერთ-ერთი მსჯავრდებული აცხადებს, რომ ირაკლი ფირცხალავა მას დაემუქრა ნარკოტიკული დანაშაულით პაუსხისმგებაში მიცემით, ხოლო თავისუფლების სანაცვლოდ გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი უნდა მოეკლა. 
როგორც სახალხო დამცველმა, უჩა ნანუშავილმა განაცხადა, დღეს პროკურორს გიორგი ბადაშვილს მიმართა წინადადებით, სადაც შსს-ს ყოფილი თანამშრომლების მიერ შესაძლო დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება სთხოვა. 

წყარო: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი