ანი მიროტაძე: ,,უნდა დადგეს იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც პოლიციელი გაათავისუფლა"
“თუ ის პოლიციელები უკანონოდ არიან გათავისუფლებულები, მაშინ აუცილებლად უნდა მოხდეს მათი სამსახურში აღდგენა”, – აღნიშნა “პირველის” პრესკლუბში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანი მიროტაძემ.
“უნდა დადგეს პასუხისმგებლობა იმ პირების მიმართ, ვინც ის კონკრეტული პოლიციელები გაათავისუფლა. მე არ მაქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტულად დავით ცინარიძის მიერ გაიცა ბრძანება. უნდა ინახოს ბრძანებაც და ამ პოლიციელის პირადი საქმეც. ეს ფაქტი დადასტურებაა იმისა, რომ საზოგადოენბაში არ არის სრული ნდობა პოლიციის მიმართ. ასეთ საზოგადოებას კი შესაძლოა შეექმნას უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემა. აუცილებლად უნდა მოხდეს მისი სამსახურში დაბრუნება, თუ ის უკანონოდ გაათავისუფლეს, რათა არავინ გაბედოს მსგავსი რამ მომავალში", -განაცხადა მიროტაძემ.
,,მოვუწოდებ სამართლდამცველებს, თუ მსგავსი ფაქტი იქნა მათ მიმართ ჩადენილი, თვითონვე მოახდინონ რეაგირება. სამართალდავებმაც უნდა გამოიჩინონ დიდი ყურადღება. საპატრულო პოლიციელს გააზრებული უნდა ჰქონდეს, სად დგანან და რას ემსახურებიან. მით უმეტეს, როცა მოქალაქეებს ემსახურებიან. ვფიქრობ, საზოგადოების რეაქცია ამ ვიდეოზე, სამართლიანი იყო”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ორი ვიდეომასალა გაავრცელა, სადაც მოქალაქე ეკა ყუშიტაშვილი ჯარიმის დაწერის შემთხვევაში, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟს სამსახურიდან განთავისუფლებით ემუქრება და უწმაწური სითყვებით შეურაცხყოფას აყენებს. გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში, რომ მოქალაქე საპატრულო პოლიციელის დასჯის მოთხოვნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსს, დავით ცინარიძეს, ურეკავს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 40%
არა - 60%
არ ვიცი - 0%
სულ - 5 ხმა