შალვა შავგულიძე: "სამართლიანობის აღდგენის დაპირების შესასრულებლად ძალიან ცოტა რამ გაკეთდა"
„სამართლიანობის აღდგენის დაპირების
შესასრულებლად ძალიან ცოტა რამ გაკეთდა. უფრო მეტიც, თანამდებობებზე რჩებიან ის პროკურორები,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ის სამართალდამცველები, რომელთა მიმართაც დგება პრეტენზიები,
რომ მათ მიერაა დანაშაულები ჩადენილი“, - განაცხადა
პარლამენტარმა შალვა შავგულიძემ. ცნობილმა ადვოკატმა, რომელიც პარტია „თვისუფალ
-დემოკრატებს" წარმოადგენს, აღნიშნული განცხადება
Human Rights Watch-ის ანგარიშის კომენტირებისას გააკეთა, რომლის თანახმად, საქართველოში კვლავაც პრობლემად რჩება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებათა გამო დაუსჯელობა.
საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნის თანახმად, საქართველოს ასეთი სახის დანაშაულების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი ქმედითი მექანიზმი არ გააჩნია.
ორგანიზაციის
ანგარიში Human Rights Watch-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
ავტორი: ნიუპრესი