გოგი წულაია სააფთიაქო ქსელს "ავერსი" უპირისპირდება
პარტიის "თავისუფალი საქართველო" იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე, გოგი წულაია ჯანდაცვის სამინისტროს იმ რეგულაციას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც აფთიაქებში წამლის გაცემა რეცეპტით ხდება. წულაიას თქმით, ამ რეფორმამ უკუშედეგი გამოიღო და კრახი განიცადა.
"ისეთმა ძლიერმა კომპანიამ, როგორიცაა"ავერსი", მოიყვანა ექიმი, კაბინეტიც მოუწყო, მიდიხარ, ეუბნები ამ წამლის რეცეპტი მინდა, არ გსინჯავს, გაძლევს რეცეპტს და ყიდულობ "ავერსში". შესაბამისად იქმნება არაკონკურენტუნაირიანი გარემო. მთლიანი გაყიდვები მოდის ამ სააფთიაქო ქსელზე. სადაც ირღვევა კონკურენცია, იქ იზრდება ფასებიც, შესაბამისად, მოვუწოდებ დავით სერგეენკოს, ან გააუქმოს ეს ნორმატიული აქტი, ან ყველა აფთიაქი ჩააყენოს თანაბარ კონკურენტულ გარემოში",- განაცხადა გოგი წულაიამ.
ავტორი: ანა ჯიქია
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა