საქართველოს ეროვნული ბანკი მომდევნო კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს
საქართველოს ეროვნული ბანკი მომდევნო
კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გეგმავს: „არსებობს მნიშვნელოვანი საფრთხე,
ინფლაციური მოლოდინები გადაიზარდოსფასების ზრდაში,ამ პროსესით ძალიან ზარალდებიან ჩვენი
მოქალაქეები, რომლებსაც ფინანსური ვალდებულები
აქვთ დოლარში და შემოსავლები ლარში, ამიტომ ლარის კურსის კიდევ უფრო გაუფასურება, კიდევ
უფრო გაართულებს მათ მდგომარეობას, რაც საბოლოო
ჯამში, ასევე უარყოფითად აისახება ქვეყნის
ეკონომიკაზე
,აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება,მომდევნო კვირიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების“-განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა , გიორგი
ქადაგიძემ დღეს
გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე.
მისი
თქმით, ეროვნული ბანკი გამოიყენებს
მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, „ჩვენი ჩარევა იქნებათანმიმდევრული,ეტაპობრივი,რაც
საჭირო იქნება თანმიმდევრული ეტაპობრივიდა იმ მოცულობის ,რაც საჭირო იქნება მაკროეკონომიკურისტაბილურობის
უზრუნველსაყოფად“, განაცხადა ქადაგიძემ.
მისივე თქმით, მთავრობასთან კონსულტაციების
შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ
ფისკალური ნაწილი, ანუ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება დაბალანსებული ან უკეთეს შემთხვევაში - პროფიციტური. ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის განმარტებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით, აუცილებელია
ეკონომიკური
ზრდის 5%-იანი
პროგნოზის გადახედვა შემცირების მიმართულებით.
ავტორი: ნიუპრესი