|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინის მთავრობაში კიდევ ერთი ქართველი დაინიშნა

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩევლად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

 როგორც ვარშალომიძე  აცხადებს, ის იუსტიციისა და ეკონომიკის სფეროს რეფორმირებაში უკრაინელ კოლეგებთან ერთად ჯერ კიდევ გასული წლის აპრილიდან იყო ჩართული. "საქმე ჯერ ბევრია გასაკეთებელი. ყველას მოგეხსენებათ, რა რთულ სიტუაციაშია დღეს უკრაინა. როდესაც აგრესიაა, უფრო აქტიურად უნდა განხორციელდეს ყველა ეკონომიკური რეფორმა, რომელიც ქვეყანას სჭირდება. დღეს, ალბათ, ყველა პატრიოტი ქართველი უკრაინელია", - აცხადებს ლევან ვარშალომიძე.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა