|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რესპუბლიკელ" ნატო ქათამაძეს ოპოზიციაში ეპატიჟებიან

 "ლეიბორისტი" სამსონ გუგავა "რესპუბლიკელ" ნატო ქათამაძეს ოპოზიციაში ეპატიჟება.  ამის მიზეზი კი უმრავლესობისადმი  ქათამაძის  ხშირი კრიტიკული გამოსვლები  გახდა. ამჯერად კამათი  სხდომაზე პარკირების არეგლირებელი წესების განხილვას მოჰყვა. "რესპუბლიკელმა" დეპუტატმა მომხსენებელს წესებში ცვლილებების დაკონკრეტება მოთხოვა. "ქალბატონო ნატო, თქვენ უმრავლესობის წევრი ბრძანდებით, თუ მათი მუშაობა არ მოგწონთ, გადმობრძანდით ოპოზიციაში და  ერთად ვაკრიტიკოთ უმრავლესობა", - მიმართა ყოფილ თანაპარტიელს  "ლეიბორისტმა" დეპტატმა სამსონ გუგავამ.

ნატო ქათამაძემ საკრებულოს დღევანდელი სხდომის თავმჯდომარეს შენიშვნა რიგგარეშე  სხდომის ჩაუტარებლობასა და სხდომის მასალების დროულად და არასრულყოფილად მიწოდების გამოც  მისცა.

საკრებულოს დღევანდელ სხდომას თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია უძღვება.


ავტორი: ანა ჯიქია

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა