"უმრავლესობაში შემავალ პარტიებს მალე ოპოზიციაში ვიხილავთ"-სამსონ გუგავა
"უმრავლესობაში შემავალი პარტიები, შესაძლოა, მალე ოპოზიციაში ვიხილოთ",- განუცხადა ჟურნალისტებს ქუთაისის საკრებულოს "ლეიბორისტმა" დეპუტატმა სამსონ გუგავამ. მისი თქმით, "ოპოზიციაში ყოფნა ნიშნავს, რომ ჩვენ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს უმრავლესობის მიერ შემუშავებულ საკითხებზე. ქალბატონ ნატოსაც, ჩვენს მსგავსად, უმრავლესობის მიერ გამოტანილი საკითხების მიმართ განსხვავებული შეხედულებები აქვს. შესაბამისად, ჩვენ მას ვუწოდებთ ხელს. ეს იყო ჩემი კეთილი რჩევა. "რესპუბლიკელებს" და უმრავლესობაში შემავალ სხვა პარტიებს მალე ვიხილავთ ოპოზიციაში, რადგან კოალიცია ვერ ახერხებს გაცემული დაპირებების შესრულებას", - განაცხადა სამსონ გუგავამ.
ავტორი: ანა ჯიქია