|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ თურქეთის სამართალდამცავის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავა

შსს-ს საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის მიერ 2015 წლის 6 იანვრიდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1979 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰაკან ჯაკირი.

ჰაკან ჯაკირს ბრალად ედება თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 148/1, 53/1-a, 53/1-c, 53/2, 53/1-b, 63, 53/1-d, 53/1-e, 53/3 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისათვისრაც ძარცვას და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაქცევას გულისხმობს. ჰაკან ჯაკირმა 2001 წლის 21 ივლისს თურქეთში საქართველოს მოქალაქეს ძალადობის გამოყენებით ხელჩანთა წაართვა და ფული გამოსძალა. აღნიშნული დანაშაულისთვის ჰაკან ჯაკირი თურქეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოათავსეს, საიდანაც 2014 წლის 25 ივლისს გაქცევა მოახერხა.

ამჟამად ჰაკან ჯაკირი დაკავებულია და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა