შსს-მ ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა (+ ვიდეო)
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ბექა გ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში ტვირთებისა და ამანათების აღრიცხვის სპეციალისტად მუშაობდა, იტალიიდან გამოგზავნილი ერთ-ერთი ამანათიდან ოქროს ბეჭედი მოიპარა. ნივთის დაკარგვის შესახებ სერვისცენტრის თანამშრომლებმა პოლიციას შეატყობინეს.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების და „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრის პოლიციასთან თანამშრომლობის შედეგად, ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ „საქართველოს ფოსტის“ ქუთაისის სერვისცენტრში 2 თვის წინ „Apple“-ის ფირმის პლანშეტი დაიკარგა, რომელიც ბექა გ-მ მოიპარა და გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ ლომბარდში ჩააბარა.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა





14:46
10:52
10:31
10:29
15:35
















