4 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება
დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში 4 თებერვლიდან ამინდი გაუარესდება.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში განაცხადეს, 4 თებერვალს დასავლეთ საქართველოს უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონებში წვიმის სახით ნალექი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, მაღალ მთაში კი მოთოვს.
3 თებერვალს დასავლეთ საქართველოში მცირე ნალექია მოსალოდნელი. 4 თებერვლიდან გაწვიმდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, აღმოსავლეთ საქართველოში გაძლიერდება დასავლეთის ქარი. მაღალ მთაში კი ითოვებს“, – განაცხადეს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების ბიუროში.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა



14:27
11:00
13:42
12:40
10:44
















