გაძვირდება თუ არა პური საქართველოში
გაძვირდება თუ არა პური საქართველოში? სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, პურის ფასის მომატება მოსალოდნელი არ არის. „მიუხედავად,
იმ პროცესებისა, რომელიც რეგიონში
ვითარდება, პურის ფასი არ შეცვლილა“,-განაცხადა დანელიამ, თუმცა სოფლის მეურნეობის მინისტრს პასუხი არ
აქვს, რა მოხდება ბუნებრივი გაზის ფასის ცვლილების შემდეგ.
ენერგეტიკის მინისტრის მოიადგილის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, გაზი იმპორტირებული პროდუქტია, მისი შესყიდვა უცხოური ვალუტით ხდება, რაც არის მიზეზი გაზის საფასურის მოსალოდნელი გაზრდისა. ირაკლი ხმალაძის თქმით, გაძვირდება მხოლოდ კომერციული გაზიდა არა სოციალური, რომელსაც მოსახლეობა მოიხმარს. შესაბამისად, იმ კომპანიებს, რომლებიც ბუნებრივ გაზს კომერციული მიზნით მოიხმარენ, გაუძვირდებათ გაზის საფასური.
კომერციული გაზის საფასურის ზრდა კი ბუნებრივად გამოიწვევს იმ პროდუქციის ფასების ზრდას, რომელიც დაკავშირებულია გაზის მოხმარებასთან.
გაძვირდება თუ არა გაზი პურ-ფუნთუშეულის მწარმოებელ კომპანიებისათვის და აისახება თუ არა ეს ფასებზე, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა ზომებს მიიღებს ამ პერსპექტივისის თავიდან აცილებისათვის ქვეყნის ხელისუფლება.
ავტორი: ნიუპრესი





14:46
10:52
10:31
10:29
15:35
















