"კორტების საქმეზე" 6 პირი დააკავეს
ეგრეთწოდებული კორტების საქმეზე გამოძიებამ 6 პირი დააკავა: კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილე ირაკლი ფირცხალავა, შსს კრიმინლაური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მეექვსე განყოფილების ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე და თბილისის სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი მეთაური კობა ნაკანი და კიდევ 3 ყოფილი სპეცრაზმელი. ექვსივე დაკავებული მთავარ პროკურატრურაშია გადაყვანილი. ჯერჯერობით პროკურატურა მათი დაკავების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. უწყების წარმომადგენლებს ამ საკითხზე არც კომენტარი გაუკეთებიათ.
მთავარ პროკურატურაში ირაკლი ფირცხალავასა და კახა ნაკანის ადვოკატები მივიდნენ. მათ უფლებებს კახა შონია და დავით ხაჟალია დაიცავენ.
ადვოკატ კახა შონიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფ ირაკლი ფირცხალავას დაკავებულის სტატუსი აქვს. როგორც ადვოკატმა მთავარ პროკურატურაში ჟურნალისტებს განუცხადა, მისი ინფორმაციით, ფირცხალავა დღეს 09:30 საათზე დააკავეს.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა