|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისი კიდევ ერთ ქალაქს დაუძმობილდა

   ქუთაისის კედევ ერთი დაძმობილებული ქალაქი შეემატა. დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და უნგრეთის ქალაქ სომბატჰეის მერმა ტივადარ პუშკასმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.

  8 წევრისგან შემდგარი დელეგაცია ქალაქში სამი დღის განმავლობაში დარჩება, იგეგმება ქალაქის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება და სხვა სახის კულტურული და გაცნობითი სახის ღონისძიებები.

   ,,უნგრეთსა და საქართველოს შორის ძალინ ბევრი საერთო ფაქტორია. აღნიშნული მემორნადუმის საფუძვლზე ჩვენ, მოვიცავთ ძალიან ბევრ სფეროს,  მათ შორის კულტურას, სპორტს, ტურიზმის საკითხებს“, - განაცხადა სომბატჰეის მერმა ტივადარ პუშკასმა.

   ქუთაისის მერის შოთა მურღულისა განცხადებით, აღნიშნული მემორანდუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ევრობისკენ.    ,,გაფორმდა ორ ქალაქს  შორის ურთიერთთანამშორმლობის მემორნდუმი, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომლითაც ჩვენი ევროკავშირისკენ სწრაფვა არის გამოხატული.  იმ პოლიტიკურ გზაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს არჩეული,  გავხდეთ ევროპის წევრი ქვეყანა, ამაში ჩვენი თვითმმართველობაც შეიტანს გარკვეულ წვლილს და ჩვენ ევროპის კიდევ ბევრ ქალაქს დავუმეგობრდებით“, - განაცხადა მურღულიამ. 

შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ესწრებოდა. 

   სომბატჰეი როგით მე-12 ქალაქია, რომელსაც ქუთაისი  დაუმეგობრდა.  

      

ავტორი: გიგა გელხვიიძე