|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სულხან ქობულაძე:,,რა გაკეთდა იმისათვის, რომ დაძმობილებული ქალაქების მოსახლეობას ეგრძნოთ, რომ ქუთაისი გაჭირვების დროს მათთან იყო?"

ქუთაისისა და უნგრეთის ქალაქ სომბატჰეის შოროს ურთიერთთანამშორმლობის მემორანდუმის გაფორმებას "საზოგადებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე ეხმაურება.
  ქობულაძის განცხადებით,  ქუთაისი ვერ იყენებს იმ პოტენციალს,  რაც შეიძლება ამ დაძმობილებული ქალაქების მეშვეობით მივიღოთ. ,,სამწუხაროა, როცა ქუთაისს უამრავი დაძმობილებული ქალაქი ყავს და არ ვიყენებთ იმ პოტენციალს, რა შედეგიც ამ ურთიერთობიდან შეგვიძლია მივიღოთ, ალბათ ძნელია მაგალითების მოყვანა შედეგის, თუმცა სამივლინებო ხარჯები გამოიყოფა ყოველთვის ამ კუთხით და ჩვენი ჩინოვნიკები ამ საშუალებას დასასვენებლად და დროს სატარებლად იყენებენ",- აცხადებს ქობულაძე.

ქობულაძის თქმით,  ქუთაისი უკრაინის ძალიან ბევრ ქალაქთან არის დაძმობილებული, თუმცა ქუთაისს მისთვის ეს არ უგრძნობინებია. მაშინ, როცა უკრაინაში ომია და ყველაზე მეტად ჭირდება დახმარება ამ ქალაქებს. ,,ბევრი ქალაქი ყავს ქალაქს დაძმობილებული უკრაინაში, სადაც დღეს ომია, რა გაკეთდა იმისათვის, რომ დაძმობილებული ქალაქების მოსახლეობას ეგრძნოთ, რომ ქუთაისი გაჭირვების დროს მათთან იყო? ვფიქრობ, ქალაქის ბიუჯეტში უნდა გამოინახოს თანხები ამ კუთხით, რათა დევნილმა მოსახლეობამ, ქალებმა, ბავშვებმა იგრძნონ რომ ქუთაისი მათ გვერდშია და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი აქცია. ომს ყოველთვის მოყვება მშვიდობა, დღევანდელი სიკეთე გაგვიადვილებს ხვალ სხვადასხვა დონეზე ურთიერთობას" - განაცხადა ქობულაძემ.
"ძმა ძმისთვისაო, შავი დღისთვისაო", - დასძენს ქობულაძე.

ავტორი: გიგა გელხვიიძე