|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღო

სამართალდამცველებმა  1988 წელს დაბადებული გიორგი . და 1983 წელს დაბადებული ლაშა . ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ბრალდებით დააკავეს

 მოქალაქე გიორგი . მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის მახლობლად, საავტომობილო გზაზე იმ დროს დააკავეს, როცა მას ასაფეთქებელი ნივთიერება ავტომანქანით საკუთარ სახლში მიჰქონდა. პოლიციამ დაკავებულის ავტომობილის ჩხრეკისას სალონიდან 1 კილო და 824 გრამი ტროტილი, 6 ცალი ცეცხლგამტარი ზონარი და კაფსულ-დეტონატორი ამოიღო. გამოძიებამ დაადგინა, რომ გიორგი - ტროტილი საჩუქრად მეგობარმა - ჭიათურის რაიონის სოფელ მერევში მცხოვრებმა ლაშა - გადასცა, რომელმაც აღნიშნული ფეთქებადი ნივთიერება რამდენიმე წლის წინ ჭიათურაში თავად მოიპოვა.

სამართალდამცველებმალაშა . რუსთავში, მეუღლის მშობლების სახლში დააკავეს

ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დამზადება-გადაზიდვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ- 236- მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

ავტორი: ნიუპრესი