|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პედაგოგთა შეფასების კრიტერიუმები დაადგინეს

 მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის ფუნქციონირებ, ასევე მასწავლებლისთვის სტატუსის მინიჭების აუცილებელ გზებს და სავალდებულო აქტივობების ჩამონათვალ, ასევე მასწავლებლის შეფასების კრიტერიუმებსა და კრედიტქულების დაგროვების ვადებს ითვალისწინებს  ზოგადი განათლების კანონით გათვალისწინებული დოკუმენტები, რომელზეც მუშაობა სპეციალურმა სახელმწიფო კომისიამ ცოტა ხნის წინ დაასრულა- ამის შესახებ  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტო იტყობინება.

აღნიშნული დოკუმენტები, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემასთან ერთად უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობას  წარედგინება განსახილველად.

კომისია, რომელიც ამ საკითხზე მუშაობდა, 19 წევრისაგან შემედა და მუდმივმოქმედია. მისი წევრები არიან წარმომადგენლები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და ილიას უნივერსიტეტებიდან, პროფესიული კავშირებიდან, ასევე პედაგოგები და დირექტორები სასკოლო საზოგადოებიდან, წარმომადგენელი ქალაქის თვითმმართველობიდან, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ასევე განათლების თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან.

 

 

ავტორი: ნიუპრესი