|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მარინა დახუნდარიძე: ,,ასეთი უსინდისო მერი ქუთაისს არ ყოლია"

მრავალშვილიანი დედა მარინა დახუნდარიძე ქუთაისის მერს ტყუილში ამხელს და აცხადებს, რომ სამსახური, რომელიც მას შესთავაზეს, ფაქტიურად არ არსებობს. დახუნდარიძის თქმით, ამ დრომდე კითხვა-კითხვით დადის  და ჯერ მითითებულ სამსახურს ვერ მიაგნო.

 "შოთა მურღულიამ დასუფთავების სამსახურში მუშაობა შემომთავაზა და შემომითვალა,  გააკეთე განცხადება, რომ შენ სამსახური გაქვსო. მეც გავაკეთე განცხადება, რომ ჩემი მოთხოვნა სამსახურის შესახებ დაკამყოფილებული იყო. მას შემდეგ ყოველ დღე დავდივარ და მატყუებენ, აქ მიდი, იქ მიდი და ჩემი სამსახური, სადაც ქალაქის მერმა დამასაქმა,  ჯერაც ვერ ვიპოვე" , - აცხადებს დახუნდარიძე.
   დახუნდარიძე ქუთაისის მერს ნეპოტიზმში ადანაშაულებს, მისი  განცხადებით,  მურღულიას საკუთარი  მამა ჰყავს მერიაში დასაქმებული:  ,,მისი ოთხმოც წელს მიღწეული მამა რომ ყავს  მერიაში დასაქმებული, ის გაუშვას სამსახურიდან, რადგანაც თვითონაც დასაქმებულია, დედა პირველ სკოლაში მუშაობს და  მის ოჯახს შემოსავალი არ აკლია, ჩემს ოჯახში კი სამი თვეა ერთი თეთრი არ შემოსულა. დამასაქმოს მეც, მომცეს სამსახური. ასეთი უსინდისო  მერი ქუთაისს არ ყოლია,  არ აინტერესებს გაჭირვებულების ბედი.  სამი თვეა მრავალშვილიან დედას მატყუებს და სამსახურს არ მაძლევს" , - განაცხადა დახუნდარიძემ.
ქუთაისის მერია დახუნდარიძის განცხადებებზე კომენტარის გაკეტებას საჭიროდ არ მიიჩნევს.

ავტორი: გიგა გელხვიიძე