|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ჟვანია თელავში მოკლეს" - სკანდალური წერილი სასამართლოში

ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტზე  ექსპერტ ლევან ჩაჩუას პროცესის მიმდინარეობისას,  მოსამართლემ პატიმრის მიერ მისთვის გამოგზავნილი წერილი წაიკითხა, რომელშიც მსჯავრდებული ამტკიცებს, რომ ზურაბ ჟვანია თელავში მოკლეს.

პატიმრის განცხადებით, ის პირადად იყო ჟვანიასა და იუსუპოვის მკვლელობის მომსწრე. წერილში აღნიშნულია, რომ შეხვედრას, რომელზეც ჟვანიას მკვლელობა მოხდა 11 პირი ესწრებოდა და სამი მათგანი ამჟამად მინისტრია.

პატიმრის წერილში აღნიშნულია, რომ ის სააკაშვილის დაცვის წევრი იყო. წერილის ავტორი მზად არის ჩვენების მისაცემად და აცხადებს, რომ თავის დროზე, ეს ინფორმაცია არჩილ კბილაშვილსაც მიაწოდა, თუმცა ამ ფაქტს რეაგირება არ მოჰყოლია.

პროკურორი რევაზ ნადოი აცხადებს, რომ მსგავსი სახის წერილები პროკურატურაში ხშირად შედის, სასამართლო აღნიშნულ წერილს გადასამოწმებლად პროკურატურას გადაუგზავნის.


წყარო: reportiori.ge


ავტორი: ნიუპრესი