|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ახალაიას და მისი დისშვილის მიმართ არანაირი პიროვნული დევნა არ ხორციელდება"-დასუფთავების სამსახური

  სვეტლანა ახალიას მიერ   "ქუთსერვის ჯგუფის" მიმართ წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ,,ნიუპრესი" ააიპ. "ქუთსერვის ჯგუფი"  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, გიორგი მჟავანაძეს დაუკავშირდა.

  მჟავანაძის განცხადებით, ახალაიას და მისი დისშვილის გოჩა ჩირაძის მიმართ არანაირი პიროვნული დევნა არ ხორციელდება. ჩირაძის სამსახურიდან გათავისუფლება მხოლოდ ერთი მიზეზის, შ.პ.ს. "ქუთსერვის ჯგუფის" ააიპად გადაკეთების გამო მოხდა, რადგანაც ამის შემდეგ ფიზიკურად ვეღარ ხერხდებოდა ძველი შემადგენლობის სრულად შენარჩუნება.  მჟავანაძის განცხადებით, ჩირაძემ გასული რამდენიმე თვის განმავლობაში არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო ბრძანების სახით გაფრთხილებაც მიიღო. რაც შეეხება სვეტლანა ახალაიას, ის კვლავინდებურად აგრძელებს მუშაობას. 

ავტორი: გიგა გელხვიიძე