„ტორპედო“ თურქეთში ამხანაგურ მატჩებს მართავს
„ტორპედო“ თურქეთში ამხანაგურ მატჩებს მართავს. 1 თებერვალს ქუთაისის „ტორპედომ“ თურქეთში მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე პირველი საკონტროლო მატჩი ყაზახეთის 5-გზის ჩემპიონ პავლოდარის „ირტიშთან“ გამართა. "ტორპედომ"
"ირტიში" ანგარიშით 2:0 დაამარცხა. გოლები დავით კირკიტაძემ და ოთარ კვერნაძემ გაიტანეს.
გუნდის შემადგენლობა კი ასეთი იყო: შეყრილაძე, ბანძელაძე (იოსელიანი 70), ჭელიძე, ადამაძე, ჩიკვილაძე, გოგიჩაიშვილი (მირცხულავა 80), კლიმიაშვილი (ქებაძე 70), ტუღუში (ბაბუნაშვილი 61), კირკიტაძე (ზივზივაძე 65), საბანაძე (კვასხვაძე
72), კვერნაძე (კვარაცხელია 46).
მარცხით დაასრულა მეორე თამაში ქუთაისურმა
გუნდმა. „ტორპედომ“ 2 თებერვალს მეორე საკონტროლო მატჩი სამხრეთ კორეის 1-გზის ჩემპიონ და ლიგის თასის 3-გზის მფლობელ ს. კ. „ჟეჟუ იუნაიტედთან“ გამართა და 0:4 დაასრულა. გიორგი დარასელიამ ის 6 ფეხბურთელი დაასვენა, რომლებიც წინა სპარინგ-მატჩის („ირტიშთან“) სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ - შეყრილაძე, ჩიკვილაძე, ჭელიძე, ადამაძე, გოგიჩაიშვილი და კლიმიაშვილი, ხოლო დანარჩენი 5 მოგვიანებით ჩაერთო თამაშში. „ტორპედოს“ მაისურით პირველი ტაიმი ჩაატარა სინჯებზე მყოფმა, 23 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა ბლანსტელ კოუსსალოუკამ. იგი ჩვენს გუნდში აღარ ითამაშებს.
მომდევნო ტესტ-მატჩს ქუთაისის „ტორპედო“ 5 თებერვალს ტაშკენტის „პახტაკორთან“ გამართავს.
ავტორი: ნიუპრესი