|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა

პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. ჩატარდა ბიუროს სხდომა  და დადგინდება დღის წესრიგი, თუ  რა საკითხების განხილვით დაიწყებს  პარლამენტი ხვალინდელ სესიაზე მუშაობას. ძირითადი განსახილველი საკითებია სისიხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლიელებები,  მიგრაციის შესახებ კანონპროექტი,  საგამოძიებო კომისიის შექმნა გახმაურებულ მკვლელობებთან დაკავშირებით. ეს ინიციატივა ნაციონალური  მოძრაობის წევრებს ეკუთვნით.  „არაერთ მნიშვნელოვან რეფორმაზე მოგვიწევს მუშაობა. მათ შორის სასჯელაღსრულების პოენიტენციალური სისტემის, მიგრაციის სფეროს მიმართულებით. მნიშვნელოვანია ის, რომ საგაზაფხულო სესიაზე მოგვიწევს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევა.“- განაცხადა მანანა კობახიძემ. 

სესიას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი სერგო რატიანიც ესწრება, მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრები თბილისშიი პარლამენტის მუშაობას არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ.  "ნაციონალური მოძრაობა" ითხოვს, რომ განსახილველ საკითხთა შორის საყდრისის საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი მოხვდეს.  სხდომაზე დეპუტატები ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატსა და პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენები გამოსვლის ფორმატზეც იმსჯელებენ. ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება განსახილველი საკითხები, ხვალ საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა ქუთაისში გაიმართება. 

 

ავტორი: ნიუპრესი