|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამაზ ავდალიანს დღეს დაკრძალავენ

საქართველოს პარლამენტის წევრს, თამაზ ავდალიანს, დღეს დაკრძალავენ. 

თამაზ ავდალიანი 1964  წლის 16 სექტემბერს ქ. თბილისში დაიბადა. დაამთავრა თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის განხრით. 1991-2006 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის წევრი. 2006-2012 წლებში საქმიანობა  სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში“ განაგრძო.  

2012 წლიდან, თამაზ ავდალიანი, საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პარტიული სიით, მე-8 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი იყო. იგი ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 30 იანვარს გარდაიცვალა. 

თამაზ ავდალიანის ოჯახს სამძიმარს კიდევ ერთხელ გამოუცხადებენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები. 

 გამოსვენება  დღეს  14:00 საათზე  იეზიდთა სამლოცველოდან მოხდება.

 

ავტორი: ნიუპრესი