საქართველოში ტურისტების რაოდენობამ იკლო
გასულ თვეში, საქართველოში 9 პროცენტით ნაკლები ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასულ წლის ანალოგიურ პერიოდში, - ამის შესახებ შსს-ს მიერ სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების შედეგად გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა წარმოგიდგინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები, კერძოდ: გასული წლის იანვრის მონაცემებთან შედარებით, ვიზიტორთა სამპროცენტიანი კლება დადასტურდა. იანვარის თვეში საქართველოში 309 467 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 36 პროცენტი ტურისტული ვიზიტი იყო, 18,8 % - სატრანზიტო, ხოლო სხვა ვიზიტებმა 45,2% შეადგინა.
ტურისტული ვიზიტების მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 9%-ით ნაკლებია, ხოლო ტრანზიტი 9%-ით მეტი.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან განხორციელდა.
ავტორი: ნიუპრესი