"კორტების საქმეზე" დაკავებულ 11 პოლიციელს ბრალი წარუდგინეს
ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებულ 11 პოლიციელს ბრალი წარუდგინეს. ბრალის წაყენების პროცედურას ადვოკატები დაესწრნენ. პროკუტატურამ ირაკლი ფირცხალავა სისიხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით ცნო ბრალდებულად. ესენია, განხრახ მკვლელობის და მტკიცებულების ფალსიფიცირებათა ორგანიზება. ჟურნალისტებთან საუბარში სპედანიშნულების რაზმის ყოფილი ხელმძღვანელის, კახა ნაკანის ადვოკატმა განაცხადა, რომ კახა ნაკანი თავს დამნაშავედ არ ცნობს.
" დაკავებულს ბრალი წაუყენეს 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გაეცნო ბრალის დადგენილებას, მაგრამ არ ეთანხმება მას და შესაბამისი შენიშვნაც გააკეთა, მაგრამ ხელი მოაწერა. თავს არ ცნობს დამნაშავედ," - განაცხადა ადვოკატმა კახა შონიამ.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ საქმის მასალები ჯერ არ მიუღიათ. მათ საქმის მასალები, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში გადაეცემათ.
ავტორი: ნიუპრესი