|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტის წინ იპოთეკით დაზარალებულების აქცია იმართება

საპარლამენტო სესიების განახლებასთან ერთად, ქუთაისში, პარლამენტის წინ საპროტესტო  აქციებიც განახლდა.

უმაღლესი საკანონმდებლო ორგანის წინ იპოთეკით დაზარალებულმა ადამიანებმა შეკრება დილიდან დაიწყეს.  მათი მთავარი მოთხოვნა კვლავინდებურად  დაბალპროცენტიანი,  გრძელვადიანი სესხები და გამოსახლების შეჩერებაა.

,,ორი წლის მანძილზე, რასაც ვითხოვდით,  იგივეა ჩვენი მოთხოვნები. მიუხედავად ამ ორწლიანი ბრძოლისა, პარლამენტი და მთავრობა არანაირ რეაგირებას არ ახდენს აღნიშნულ საკითხზე. ჩვენი მოთხოვაა ისევ და ისევ,  შეჩერდეს გამოსახლება და მოგვეცეს დაბალპროცენტიანი,  გრძელვადიანი სესხები, რომ  ამ  უკიდურესი სიტუაციიდან გამოსვლა მოვახერხოთ“, - აცხადებს დარეჯან სულაქველიძე.

  აქციაზე მოწოდებებიც გაჟღერდა იმის თაობაზე, რომ დაზარალებული ადამიანები უნდა გაერთიანდნენ და ასე შეეცადონ ხელისუფლებისაგან მიცემული დაპირების შესრულებას.   ,,იპოთეკით დაზარალებულთა ჯგუფები შექმნილია სხვადასხვა ქალაქებში.  მოვუწოდებ მათ,  შემოგვიერთდნენ და ერთად დავგდეთ ხელისუფლების წინააღმდეგ. იმიტომ ავირჩიეთ ეს მთავრობა, რომ შეიმუშაონ ახალი გეგმები და გაჭირვებულ ადამიანებს დაგვეხმარონ“, - განაცხადა სულაქველიძემ.


 

ავტორი: გიგა გელხვიიძე