პარლამენტში, დღეს, რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ
საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა ქუთაისის პარლამენტში ჰიმნით გაიხსნა. კანონმდებლები რამდენიმე კანონპროექტს განიხილავენ, მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელიც ოჯახურ ძალადობას შეეხება. ცვლილებების მიხედვით სასჯელი მკაცრდება. ადმინისტრაციული გადასახადისგან და საურავისგან გათავისუფდებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც ჯარიმები უბილეთოდ მგზავრობისთვის ჰქონდათ დაკისრებული. ასევე ცესკოს სამ ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატებს განიხილავენ. განსახილველ საკითხთა შორისაა საპარლამენტო უმცირესობის პარლამენტის დადგენილების პროექტიც, გახმაურებული საქმეების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მიზანშეწონილობის თაობაზე. საუბარი შეეხება ლარის კურსსაც.
ავტორი: ნიუპრესი