|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მალხაზ ბასილაძე: ,,ქალაქში მოსიარულე ძაღლები ადამიანისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ"

ქუთაისის მერიამ უპატრონო ძაღლების თავშესაფარის მოწყობასთან დაკავშირებით 64 ათასი ლარიანი ტენდერი გამოაცხადა.

ელექტრონული ტიპის ტენდერი  9 თებერვალს გაიმართება, სადაც გამარჯვებული ორგანიზაცია უნდა გამოვლინდეს.

როგორც ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის,  დასუფთავების სამსახურის უფროსი მალხაზ ბასილაძე აცხადებს,  სატენდერო პირობები გართულებულია და გამარჯვების მოპოვების სანაცვლოდ ორგანიზაციას ძაღლებისთვის უკეთესი პირობების შექმნა დაევალება: ,,ტენდერის პირობები გართულებულია, ორგანიზაცამ უნდა უზრუნველყოს ცხოველების კარგი მოვლა-პატრონობა, მათ შორის ორჯერადი კვება მშრალი საკვებით, ასევე სამედიცინო შემოწმება და ძაღლების დაბირკვა".

მალხაზ ბასილაძემ ასევე კომენტარი გააკეთა ცოტა ხნის წინ თავშესაფრიდან ქალაქში გაშვებული ძაღლების შესახებ და აღნიშნა ,, ხელშეკრულების პირობების თანახმად, წლის ბოლოს ორგანიზაცია  ცხოველებს უტარებს ვაქცინაციას, კასტრაციაა,  არიან დაბირკულები  და ამის შემდეგ მოხდა მათი გაშვება,  ბოლოს ასეთი 24 ძაღლია გაშვებული, ისინი ადამინებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ,  ასე რომ გავრცელებული ხმები,  თითქოს მერიამ ხალხს ძაღლები შეუსია,  სიცრუეა".

ამ ეტაპზე არ არის გარკვეული სად მოეწყობა ახალი თავშესაფარი, თუმცა როგორც მალხაზ ბასილაძე აცხადებს, იგი თანამედროვე ტიპის შესაბამისი სტანდარტებით იქნება აღწურვილი.

 

 

 

ავტორი: ეკა შალამბერიძე