გიორგი ვაშაძე: ,,თქვენი ბრალია ლარის კურსის ვარდნა"
საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებაში, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ ლარის კურსის ვარდნაში ხელისუფლება დაადანაშაულა.
,,ქვეყანაში არასახარბიელო გარემოზე ინვესტორებისთვის ინფორმაციის მიწოდება დაიწყო ბიძინა ივანიშვილის დროს. დაფიქრდით, იქნებ სხვა რამეშია პრობლემა. თქვენმა სავიზო რეგულაციებმა რატომ მოიტანა ასეთი კატასტროფული შედეგი, რატომ შემცირდა ინვესტიციები საშუალო ბიზნესში? რატომ არავის სურს დღეს საქართველოში ინვერსიციების ჩადება? რამდენ ხანს უნდა დააბრალოთ ყველაფერი "ნაცმოძრაობას"?
თუ საქართველოში ფულს დებდნენ ჩვენ ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავდით. ერთადერთი აკრძალვა, რაც ქონდათ, ეს იყო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოღვაწეობა. საქართველო ჩვენს დროს გამოვიდა ელექტროკრიზისიდან, რომელიც დღეს უკვე აღარ გვახსოვს. თქვენი რიტორიკა კი ხელს უწყობს ისევ იმ ძველი კრიზისული პერიოდის გაგრძელებას. თქვენი ბრალია, ლარის კურსის ასე ვარდნა" , - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ავტორი: გიგა გელხვიიძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 50%
არა - 50%
არ ვიცი - 0%
სულ - 6 ხმა