აკაკი ბობოხიძის განცხადებას პარლამენტში დაპირისპირება მოყვა
აკაკი ბობოხიძის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღესაც ვნებათაღელვის საგანი გახდა. უმრავლესობამ მისგან დეკემბრის სესიაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რაც დაპირისპირების საგანიც გახდა.
"შემიძლია ხატზე დავიფიცო, რომ მომხარი ძალიან მაწუხებდა. პირველ რიგში თუ ვინმე დავაზიანე, დავაზიანე საკუთარი თავი, თუმცა როცა დავით საგანელიძე ამბობს, რომ უცენზურო სიტყვებს მხოლოდ აკაკი ბობოხიძე იყენებს, ასე არ არის ბატონებო – ყველას უცენზურო სიტყვა გავაკონტროლოთ... უზარმაზარი შეცდომა დავუშვი და პირველ რიგში შეურაცხყოფა ქართულ საზოგადოებას მივაყენე. ნამდვილად კარგად მესმის, რომ ნებისმიერი თქვენთაგანი ჩავაყენე უხერხულ მდგომარეობაში, ვისაც ჩემი სიტყვები არ ეუთვნოდათ. შეგინებაზე პასუხის არგაცემა მართლა მძიმეა და მძიმე არჩევანის წინაშე დაგაყენეთ", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
ბობოხიძემ ისიც აღნიშნა, რომ მან მომხართან დაკავშირებით კოლეგებს ბოდიში ტელეფონითაც მოუხადა.
"აკაკი ბობოხიძეს 25-წელია ვიცნობ. ის არის მთელი "ნაცმოძის" სახე – ურცხვობის, უტიფრობის, დემაგოგიის, უზრდელობის. ვის რად უნდა მისი ბოდიში. ერთიანად გაქვთ მოსახდელი ბოდიში ხალხის წინაშე და ეს ვერ მოგიხერხებიათ ამდენი წელია", - მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ნიშნიანიძემ.
წყარო: ipn.ge
ავტორი: ნიუპრესი