|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავით საგანელიძე: ,,მე ბობოხიძეს "ბატონს" არ დავუძახებ, რადგანაც პატივს ვცემს ამ სიტყვას"

უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ  დეკემბრის პლენარულ სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აკაკი ბობოხიძისაგან მის   მიერ გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშის მოხდა მოითხოვა. 

  ,,ცა ქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. იმის ნაცვლად, რომ საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა,  კიდევ ჭკუას გვარიგებს. მე ბობოხიძეს "ბატონს" არ დავუძახებ, რადგანაც პატივს ვცემ ამ სიტყვას და ბობოხიძისთვის არ მემეტება", - განაცხადა საგანელძემ.

  აღნიშნულ განცხადებას უპასუხა  ბობოხიძემ და აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია საგანელიძის მხრიდან მსგავსი სახის შენიშვნები.

 ,,დავაზიანე საკუთარი თავი, თუმცა როცა დავით საგანელიძე ამბობს, რომ უცენზურო სიტყვებს მხოლოდ აკაკი ბობოხიძე იყენებს, ასე არ არის ბატონებო – ყველას უცენზურო სიტყვა გავაკონტროლოთ" , - განაცხადა ბობოხიძემ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე