ფინანსური დავალიანების გამო სტუდენტს სტატუსს აღარ შეუჩერებენ
განათლების მინისტრის მრჩეველის, ოთარ აბესაძის განცხადებით, სტუდენტებს ფინანსური დავალიანების გამო,
სტატუსი აღარ შეუჩერდებათ. მისი თქმით, ეს ძალიან დიდი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.
"სამინისტროს გუნდმა, სხვადასხვა უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან მსჯელობის შედეგად, მივიღეთ გადაწყვეტილება და ჩამოვყალიბდით შემდეგ ფორმულირებაზე, სტუდენტს სტატუსს არ შეუჩერებენ ", -აღნიშნა აბესაძემ. ის ასევე სტუდენტებს მოუწოდებს ითანამშრომლონ უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან: "მინდა მოვუწოდო სტუდენტებს, ვინც ეს არ იცის, რომ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ყოველთვის გააკეთებს თქვენზე მორგებულ გრაფიკს", - განაცხადა განათლების მინისტრის მრჩეველმა.
საქართველოში, ბოლო მონაცემებით, სტატუსი შეჩერებული აქვს 3329
სტუდენტს, აქედან ფინანსური მოტივით, 1524 სტუდენტს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი